ცისკარა მივიდა წყაროსთან, რომლის გვერდითაც წევს ცხრათავიანი დევი და ძინავს. ცისკარა მივარდება ამოიღებს ხმალს და დაუწყებს თავების მოჭრას. მოაჭრა ერთი, მეორე, მესამე... მეშვიდე თავი რომ მოაჭრა დევმა კითხა:
_ რა გინდა, რას მერჩი? _ წყალი მინდა._უპასუხა ცისკარამ. _ მერე? გიშლის ვინმე?! მიდი და დალიე.