სტუმარი|Guest | ჯგუფი "სტუმარი|Guest" | RSS
მთავარი ჩემი პროფილი შესვლა გამოსვლა
თამაშები კლიპებისურათებიუცოზისათვისგანცხადებები
პროგრამებიმუსიკებიპოეზია
ბიოგრაფიები
ონლაინ თამაშები
მობილურებისათვისვიდეოები
ანეკდოტები
ფილმები
TV/კამერები

leqsebi, statusebi, kulinaria

საკონტაქტოდ რომელ სერვიზს იყენებთ ხშირად?
სულ პასუხი: 2051
ადმინთან კონტაქტი
My status


საიტზეა|Total online: 4
სტუმარი|Guests: 4
მომხმარებელი|Users: 0
TOP.GE

» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 102
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 2
მნახველი: 95
» მათ შორის
კაცი: 78
ქალი: 24
მთავარი » ფაილები » პოეზია|Poetry [ მასალის დამატება ]

მასალების განყოფილებაში: 313
ნაჩვენებია მასალა: 286-300
გვერდები: « 1 2 ... 18 19 20 21 »


ვეგარ გამიგია


ვეგარ გამიგია მძულხარ თუ მიყვარხარ
ისე მომრევია გესლი,
ხანახარ ნაყოფი ედემის ხისა და
ხანაც სიძულვილის თესლი,
ისიც კი ვიფიქრე სამოთხის ჩიტი ხარ,
მე კი ვარ დემონი ზეცის,
მე უკვე ნასროლი თოვლის გუნდა ვარ და
შენ ფიფქი შერჩენილი ხელში.
ერთხელ მოგიძღვენი მხურვალე კოცნა და
ლამის ჩავიფერფლე ცეცხლში,
არც შენ იყავი ყინულის ნატეხი და
ლამის შემომადნი ხელში....


კატეგორია:ლექსები|Verse |დაამატა:volka | ნანახია:1175         



სამოთხის ჩიტი ხარ


ვეგარ გამიგია მძულხარ თუ მიყვარხარ
ისე მომრევია გესლი,
ხანახარ ნაყოფი ედემის ხისა და
ხანაც სიძულვილის თესლი,
ისიც კი ვიფიქრე სამოთხის ჩიტი ხარ,
მე კი ვარ დემონი ზეცის,
მე უკვე ნასროლი თოვლის გუნდა ვარ და
შენ ფიფქი შერჩენილი ხელში.
ერთხელ მოგიძღვენი მხურვალე კოცნა და
ლამის ჩავიფერფლე ცეცხლში,
არც შენ იყავი ყინულის ნატეხი და
ლამის შემომადნი ხელში....


კატეგორია:ლექსები|Verse |დაამატა:volka | ნანახია:1131         



სული


სული გაუტრუნავს უხეშ სინამდვილეს,
ღიმილს დაუშვია ფარდა,აღარ შემიძლია
არავის სიახლოვე შენი სიახლოვის გარდა...
ისე მომენატრა შენი დაძახება ლამაზ გალობას
რომ გავდა...უკვე ვეღარ ვიტან ვერავის გაღიმებას
შენი გაღიმების გარდა...სულში ჩაფრენილა ათასი
ტკივილი...კვლავ ვდგევარ გაღებულ კართან,გული
ვერ აიტანს ვერავის დაბრუნებას შენი დაბრუნების გარდა..


კატეგორია:ლექსები|Verse |დაამატა:volka | ნანახია:1373         



იდუმალ ღამეს


იდუმალ ღამეს მოეცვა არე
სიკვდილის შიშით სუყველა თრთოდა,
უბედურებას ელოდა მხარე
ჩუმი გოდებით სიკვდილსა ჰგმობდა.

ცოდვის მონები,წყეულთ შვილები
ვეღარ ხედავენ მზესა და ნათელს,
მიტოვებულნი,მარტო,ეულნი
ვერ აკეთებდნენ საქმესა ნაქებს.

მომავალზე კი აღარ ფიქრობენ
და ეს ღამეც კი ბოლო ხედია,
როცა ბოროტი კეთილსა სჭარბობს
ეს დასასრული ჯოჯოხეთია.


კატეგორია:ლექსები|Verse |დაამატა:volka | ნანახია:1566         



წვიმს


წვიმს და მიდიხარ დღეს...
ნისლია და ქარი ქრის...
ეს მაინც მითხარი: მე
იმედი მქონდეს რის?

იმედი მქონდეს რის,
როდესაც ცივა და ქრის,
როდესაც მიდიხარ დღეს
და ნახავ არ ვიცი ვის...

არ ვიცი ვის ან რას,
იქნება... ვინმე სხვას.


კატეგორია:ლექსები|Verse |დაამატა:volka | ნანახია:1384         



ჩემი სიყვარულის ღმერთი


ჩემი სიყვარულის ღმერთი, სხვისი სალოცავი გახდა,
ასეთი დარდი და სევდა როგორ ავიტანო ახლა,
ჩემს ღმერთს დღეს სხვა უნთებს სანთლებს
თუმც ჩემებრ მას როგორ სწამხარ.
ჩემი სიყვარულის გლოვა, სხვისი სიხარული გახდა,
გრძნობა ჩემეული წრფელი ვერა და ვერაფრით ახდა,
ჩემი სიყვარულის ღმერთი სხვისი სალოცავი გახდა


კატეგორია:ლექსები|Verse |დაამატა:volka | ნანახია:1344         



მინდა გიყურო


მინდა გიყურო, გიყურო დიდხანს --

მანამდე, სანამ შენი ხილვა დამაბრმავებს,
საყვარელო!..
მინდა გესაუბრო, გესაუბრო დიდხანს --
მანამდე, სანამ შენი მოსმენა დამაყრუვებს,
საყვარელო!..
მინდა გესაუბრო, გესაუბრო დიდხანს --
მანამდე, სანამ შენთან საუბარი დამამუნჯებს,
საყვარელო!..
მაშინ ხომ ვერ დავინახავ, ვერც მოვისმენ შენს
ღალატს, და რომ ვიგრძნო კიდეც
საყვედურს ხომ ვეღარ გეტყვი,
საყვარელო!..


კატეგორია:ლექსები|Verse |დაამატა:volka | ნანახია:1006         



ეს უმწიკლო სიყვარული მაპატიე



მაპატიე, თუ სათქმელი ვერ გითხარი
გულში გრძნობა დავხუთე და დავატიე
თუმცა ევას მემკვიდრე ვარ მაგრამ მაინც
ეს უთქმელი სიყვარული მაპატიე
მაპატიე დაბნეული თვალები და
გაზაფხულზე არ გაუწყრე ამაყ იებს
მაპატიე მოპარული წამები და
გაზაფხულის ოცნებები მაპატიე
მაპატიე თუ , თუ ამ წუთშიც შენზე ვფიქობ
და ეს ღამეც მარტომ თეთრად გავათიე
მაშინდელი გულუბრყვილო ცრემლლები და
ახლანდელი სიყვარული მაპატიე
მაპატიე ეს ურითმო სტრიქონები
გრძობების ზღვა სიტყვებად რომ დავაბნიე
მაპატიე ეს გულწრფელი მონატრება
ეს უმწიკლო სიყვარული მაპატიე



კატეგორია:ლექსები|Verse |დაამატა:volka | ნანახია:1277         



მაპატიე



მაპატიე ცხოვრება რომ დაგინგრიე,
სიყვარულის მორევში რომ ჩაგითრიე.
მაპატიე ამდენ ხანს რომ გაწამებდი,
ჩემს სიყვარულს ახლოს არვის ვაკარებდი,
მაპატიე გაგიწბილე სიყვარული,
ძილში მესმის შენი გული როგორ ტირის,
მაპატიე გული ასე რომ გატკინე,
და ამდენი ცრემლები რომ მოგადინე
მაპატიე ურცხვად სხვაში რომ გაგცვალე,
სიძულვილი სახეში რომ მოგაყარე.
მაპატიე მე მოვკალი სიყვარული,
ვიცი........ახლა გვიანია სინანული,
მაპატიე თუ კი შეძლებ... მაპატიე,
რადგან ჩემ თავს მე არასდროს ვაპატიებ.''




კატეგორია:ლექსები|Verse |დაამატა:volka | ნანახია:1226         



როცა გულის ნაცვლად დიდი ქვის ლოდია



როცა გულის ნაცვლად დიდი ქვის ლოდია
და სულ ყველაფერი თითქმის იოლია,
როცა დარწმუნდები მწარედ გაყრუებენ
მაშინ გაუჩნდება ბედსაც ირონია.
როცა დაგროვილი ბოღმა მოგაწვება
ნერვებზე თამაში ამ დროს იოლია
და ცრუ იმედები ესეც რომ გაქრება
მაშინ გაუჩნდება ბედსაც ირონია.
როცა ქვეყანაზე არავინ არ გიყვარს
მაშინ ეს ცხოვრება სულ მთლად იოლია
და თუ სიყვარულს ფეხქვეშ გითელავენ
სწორედ ამას ქვია ბედის ირონია.




კატეგორია:ლექსები|Verse |დაამატა:volka | ნანახია:1093         



მე მოვალ შენთან ... გაზაფხულის წვიმას მოვყვები


მე მოვალ შენთან ... გაზაფხულის წვიმას მოვყვები,
მარტის სიგიჟეს მონატრებას გავანდობ შენსას,
შევიპარები შენს ოთახში ლურჯი იებით
და მიტოვებულ ჩემს სიყვარულს დავუწყებ ძებნას...

მოვალ დაღლილი ... გათანგული ფიქრით და ლოცვით,
დახეთქილ კვირტებს დავკრიფავ და მოვიტან შენთან.
დაფეთდებიან ალიონზე ხეები მარტის
და გულწასული მონატრება მომიყვანს შენთან
...


კატეგორია:ლექსები|Verse |დაამატა:volka | ნანახია:1171         



როდესაც ყველაფერი ცუდად მიდის და


როდესაც ყველაფერი ცუდად მიდის და
იმედიც თითქმის დაილია, გაიხსენე რომ მზე გათბობს...
მის მაგივრად ნიავი
გეფერება და ჩუმად ყურში ჩაგჩურჩულებს: მიყვარხარ!
ყვავილები მის მაგივრად
გიღიმიან და მთვარე კი გფარველობს და კიდევ ერთხელ გეუბნება, რომ სიყვარული
ყველაზე ძნელია ამ ქვეყანაზე...
დღეს რომ შენ საყვარელ არსებას "გაებუტე" ქვეყნის დაქცევა ნუ გეგონება, ეს ხომ
სიყვარულის განუყრელი ნაწილია?!
...დიდი სიყვარულისთვის დიდი პატიება უნდა შეგეძლოს...
...იცოდე, გულწრფელ თვალებს არ ეღალატება და
თუ გენდობა, აუცილებლად უყვარხარ...



კატეგორია:ლექსები|Verse |დაამატა:volka | ნანახია:1031         



ყველა სევდიან ადამიანს რატომღაც ვეტრფი,


ყველა სევდიან ადამიანს რატომღაც ვეტრფი,
ყველა სევდიანს, ასე მგონია აქვს ნაზი გული,
ყველა სევდიანს მსურს მოვეფერო და ვანუგეშო,
სევდიან თვალებს რომ შევამჩნევ მეც მტკივა გული.

ალბათ რამდენი რამ ხდება სევდის მიზეზი?
ჩვენ ვიცინით, ვიღაცა კი სევდით სავსეა,
მაშ, გაუმარჯოს ქვეყანაზე სევდიან თვალებს,
რადგან სევდა სიყვარულის თანამგზავრია...




კატეგორია:ლექსები|Verse |დაამატა:volka | ნანახია:1109         



შენ თუ არ მოხვალ - არასოდეს არ გათენდება,


შენ თუ არ მოხვალ - არასოდეს არ გათენდება,
ცაზე ვარსკვლავი არასოდეს არ აინთება,
შენ თუ არ მოხვალ - მონატრებით დრო გაჩერდება,
ცხოვრება უკვე ადგილიდან არ დაიძვრება;
შენ თუ არ მოხვალ - დავასრულებ ცრემლით სიცოცხლეს,



კატეგორია:ლექსები|Verse |დაამატა:volka | ნანახია:1026         



შენი სიცოცოცხლე, შენი ნაბიჯი


შენი სიცოცოცხლე, შენი ნაბიჯი

მე შემაყვარა შენმა სარკმელმა.
მე მიხარია, - შენ რომ არსებობ!
ვისი ხარ, - ეს რა ჩემი საქმეა!
შენით თენდება შენით ღამდება,
შენი ვარ, შენთან მინდა ხელახლა!
შენა ხარ - რაც მე გამეხარდება,
რაც მეწყინება - ისიც შენახარ!



კატეგორია:ლექსები|Verse |დაამატა:volka | ნანახია:1001         



[2010-03-30][ილია ჭავჭავაძე]
ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია|Ilia Chavchavadzis Biografia (123)
[2010-03-30][აკაკი წერეთელი]
აკაკი წერეტელი|Akaki Wereteli (292)
[2010-03-30][ვაჟა ფშაველა]
ვაჟა ფშაველა|Vaja Fshavela (135)
[2010-03-30][იაკობ გოგებაშვილი]
იაკობ გოგებაშვილი – Iakob Gogebashvili (30)
[2013-03-17][GTA]
Grand Theft Auto: San Andreas (New Rus RePack) (27)
[2010-04-08][GTA]
San Andreas Codes (13)
[2010-04-05][GTA]
GTA SAN ANDREs Hot coffee-+18 (4)
[2010-03-30][შოთა რუსთაველი]
შოთა რუსთაველი|Shota Rustaveli (18)
[2013-03-03][GTA]
TrackMania 2: Canyon (New Rus RePack) (12)
[2010-04-08][სროლები]
Day of Defeat Source v15 (Online Game) (4)


500




Checked
ფაილები|File Catalog:
კომენტარი|Comments:
ფორუმი|Forum:
2001
0
0

ადმინი
ფაილები|File Catalog:
კომენტარი|Comments:
ფორუმი|Forum:
1578
14
2

Checked
ფაილები|File Catalog:
კომენტარი|Comments:
ფორუმი|Forum:
874
0
0

ადმინი
ფაილები|File Catalog:
კომენტარი|Comments:
ფორუმი|Forum:
519
3
0

მომხმარებელი|Users
ფაილები|File Catalog:
კომენტარი|Comments:
ფორუმი|Forum:
96
0
0


| By H.K.R © 2024 | |