|
|
| | | მეგობარო რა მაცდური გქონია ნეკნი, იცი სიყვარულსაც ანგრევს, გეფიცები ბევრი გადაყოლია, გეფიცები კაცობას და ნამუსს.
პასუხია რა მაგის და ძამიკო, ახლა უფრო მომეტებით ვიცი წყენა, მერე საჭიროც, რომ არ იყოს, მტკივა, თუმცა გვარზე ხტისო კვიცი.
მამაჩემიც ისე ფიცხი კაცია, ნერვებიდან ტყვიასავით ისვრის... შენ კი იცი უბედობა რთულია, ჩაიცვამ და მუდამ ასე ივლი.
ხო და გითხრა, უბედო ვარ ისეთი, დაღმართიდან დამეწევა ლოდი, ვიცი სადღაც წამატყდება კისერი, "დაიწყე და ასე უცებ მორჩი".
შენც ისე ხარ, სულ კისერზე მეყრდნობი, გათრევ, სადაც წავალ ან და წავალ, დღეს კი უფრო დამემატე, ისეთი უღმერთობა დამემართა თანაც.
ასე ანგრევს სილამაზე სიყვარულს, გამეპარა ძმაო სხვისკენ თვალი– არამარტო. გამებუტა მე საწყალს, ნაფერები ჩემი ასე ქალი.
(ცუდი იყო რითმა, თუმცა ჯანდაბას), არც ბოლოდან პირველი ვარ ალბათ, მეგობარო რა მაცდური გქონია ნეკნი, ერთი მიპასუხე ადამ.
|
| |
| კატეგორია: ლექსები|Verse | დაამატა: 2011-10-29, 4:58 AM | ნანახია: 1026 | გადმოწერილია: 0 | კომენტარი: 0 | რეიტინგი: 0.0/0
|
|
|